მოქმედება ხდება 1920-30-იან წლებში სტალინის დროინდელ მოსკოვში და იესო ქრისტეს ცხოვრების დროს ერშალაიმში. ოსტატი გენიალური შთაგონებით აღწერს მაცხოვრის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს თავის რომანში პილატე პონტოელზე, რომლის გამოც თავისუფლებას კარგავს. მისი საიდუმლო შეყვარებული მარგარიტა მზადაა ეშმაკთან დადოს ხელშეკრულება, ოღონდ ოსტატი გადაარჩინოს. ამ დროს, ვინმე ვოლანდი, რომელიც მოსკოვს სტუმრობს თავის მხლებლებთან ერთად, მოქალაქეებს შიშის ზარს სცემს. მაგრამ სამყაროში, სადაც ბოროტებას ფესვები აქვს გადგმული და უწმინდურ ძალას დაუბუდებია, ეშმაკის ხრიკები, რომლებიც იუმორითაა შეფერილი ხალხის ცოდვების შურისძიებად გარდაიქმნება
↧